საქართველოში სამედიცინო ტექსტილის საწარმო – “დოქტორ გუდსი” იხსნება

საქართველოში სამედიცინო ტექსტილის საწარმო – “დოქტორ გუდსი” იხსნება

საქართველოში სულ მალე ამოქმედდება ქართული სამედიცინო ტექსტილის საწარმო „დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods, რომელიც სამედიცინო სტერილურ და არასტერილურ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

„დოქტორ გუდსის” ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები და ა.შ, რომლებიც საქართველოში დამზადდება და ეს იქნება პირველი ქართული საწარმო რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს
ხარისხი „დოქტორ გუდსის“ გუნდისთვის უმნიშვნელვანესია, სწორედ ამიტომ წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი კლასის ევროპული წარმოების ISO 9073-11:2002 სტანდარტის ნედლეული.

სტერილიზაცია კი, ხორციელდება ISO 11137-3:2017 და ISO 13485: 2016 სტანდარტების მიხედვით, საქართველოში პირველი ეთილენ ოქსიდის ექსპერტ კლასის საწარმოო სასტერილიზაციო კამერის მეშვეობით.

კომპანიის მიზანია, შესთავაზოს საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი კლასის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და განავითაროს ადგილობრივი წარმოება.
საწარმოში პირველ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა წლის ბოლომდე გაორმაგდება.

წყარო : https://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-samedicino-teqstilis–sawarmo—-quotdoqtor-gudsiquot-ixsneba/31415