ისტორია

“დოქტორ გუდსი”  ISO სტანდარტებით სერთიფიცირებული სტერილური სამედიცინო ტექსტილის საწარმოა, რომელიც 2018 წელს დაარსდა.

საწარმო სამედიცინო სექტორს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს.

“დოქტორ გუდსისთვის” ხარისხი უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი კლასის ევროპული წარმოების ISO 17050-1 სტანდარტის ნედლეული

სტერილიზაცია ხორციელდება ISO 11135 სტანდარტების მიხედვით, საქართველოში პირველი ეთილენ ოქსიდის ექსპერტ კლასის ინდუსტრიული სასტერილიზაციო კამერის მეშვეობით.

საწარმოში ყველა პროცესი ხორციელდება Class 100.000 სტანდარტის სუფთა ოთახებში.

ხარისხის მართვა და მონიტორინგი ხორციელდება ISO 13485 სტანდარტის მიხედვით.

წარმოებულ ყველა პროდუქტს გააჩნია CE მარკირება.

“დოქტორ გუდსის” მიზანია საქართველო მსოფლიო რუქაზე მონიშნოს როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა