სამედიცინო სერვისების მიწოდების დროს, ტექსტილის სწორი შერჩევა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან აღნიშნული კომპონენტი პირდაპირ აისახება, როგორც პაციენტის, ისე სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობზე.
საოპერაციო გარემოში, ბარიერული დაცვა, სამედიცინო ტექსტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მის გარეშე პაციენტებისთვის და ექიმებისთვის ქირურგიული თეთრეულის ხმარება ყოველგვარ აზრს დაკარგავდა.
სამედიცინო თეთრეული არის ორი ტიპის: მრავალჯერადი და ერთჯერადი. მრავალჯერადი თეთრეულის წარმოებაში გამოიყენება ნაქსოვი მასალა, ერთჯერადის შემთხვევაში კი 100%-იანი უქსოვადი პოლიპროპილენი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC-US) ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ერთჯერადი სამედიცინო თეთრეულის მიკრობული გამტარობისადმი რეზისტენტულობა გაცილებით მაღალია. კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მრავალჯერადი გამოყენ
ების თეთრეულის სითხისადმი მდგრადობა კრიტიკულ შემთხვევებში მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ერთჯერადი თეთრეულის გამოყენებით ხდება არა მარტო სამედიცინო პერსონალის დაცვა არამედ ამ გზით მცირდება ბაქტერიებისა და პათოგენების გადაცემა მრავალჯერადი თეთრეულიდან პაციენტებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადოდ დამუშავებული მრავალჯერადი თეთრეული შეიძლება მიკროორგანიზმების მატარებელი იყოს, რაც შესაძლებელია პაციენტის ინფიცირების წყარო გახდეს.
ერთჯერადი სამედიცინო თეთრეულის წარმოება ხდება სტერილურ გარემოში, ილუქება სასტერილიზაციო შეფუთვაში და გადის ეთილენ ოქსიდით 36-დან 48 საათამდე სასტერილიზაციო ციკლს, რაც აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის მისი ნებისმიერი სახის პათოგენებითა, თუ ბაქტერიებით ინფიცირებას ოპერაციამდე.
ბამბის და სინთეთიკური მრავალჯერადი თეთრეულის გამოყენებითაც შესაძლოა მიღწეულ იქნეს კლინიკური დაცვა, მაგრამ ისინი მიდრეკილნი არიან ცვეთისადმი. შეძენისას ქსოვილი საუკეთესო მდგომარეობაშია, მაგრამ გამუდმებული ხმარებისგან და რეცხვისგან მისი მდგომარეობა უარესდება. მრავალჯერადი თეთრეულის ბარიერული დაცვის მაჩვენებელი იკლებს მისი ხმარების სიხშირის პროპორციულად. შეძენის მომენტში ის შეიძლება ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს, მაგრამ რამდენიმე დამუშავებისა და სტერილიზაციის შემდეგ მასალის სტრუქტურა ირღვევა და ზიანდება.
მაშინ როდესაც ერთჯერადი თეთრეული ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაშია.
მრავალჯერადი და ერთჯერადი გამოყენების
სამედიცინო თეთრეულს შორის არჩევანის გაკეთების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია უსაფრთხოება. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები უკვე განვიხილეთ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულების თეთრეულის რეცხვა არის მაღალი რისკების მატერებელი მომსახურე პერსონალისათვის. სამრეცხაოს პერსონალი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია ათასობით ტონა დაბინძურებული თეთრეულის დამუშავებაზე, რაც შესაბამისი ზომების დაცვის გარეშე, სერიოზულ რისკის შემცველია. მაგალითად: საოპერაციო მაგიდის გადასაფარებლები შესაძლებელია დაბინძურებული იყოს მრავალი საშიში ბაქტერიით, რაც შესაბამისი მოპყრობის გარეშე სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამრეცხაოს პერსონალის ჯანმრთელობას.
ქსოვილში არსებული მცირე ნაწილაკები საოპერაციო გარემოსთვის მაღალი რისკის საგანია. პაციენტის ჯანმრთელობისთვის, რომელსაც ღია ჭრილობაზე უტარდება პროცედურა, აუცილებელია, რომ უცხო ნაწილაკების კონცენტრაცია იყოს მაქსიმალურად დაბალი. მრავალჯერადი სამედიცინო თეთრეულის ხმარებისას წარმოიქმნება ქსოვილის ბოჭკოებისა და მცირე ნაწილაკებისაგან შემდგარი გროვები. ზემოთხსენებული ნაწილაკები შესაძლებელია მოხვდეს ჭრილობებში და გამოიწვიონ გართულებები.
NCDC – ის 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით პოლიპროპილენისაგან დამზადებული საოპერაციო თეთრეულზე ფაქტობრივად არ შეინიშნებოდა ბაქტერიების კოლონიების წარმოქმნის წყარო, მაშინ როცა ბამბისა და სინთეტიკური მასალისგან დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების თეთრეული ასეთი ბაქტერიების წარმოქმნას ხელს ვერ უშლიდა.
იცოდე მეტი! იყავი დაცული!