ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, სამწუხაროდ კომპანიების ნაწილმა დროებით შეაჩერა სამუშაო პროცესი, შესაბამისად ბევრი ჩვენი მოქალაქე დროებით სამუშაოს გარეშე დარჩა. სამედიცინო ტექსტილის საწარმო „დოქტორ გუდსი • Doctor Goods” გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ასეთ კომპანიებთან და იმ ადამიანებს რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ სამუშაო ადგილები შესთავაზოს.
გთავაზობთ შემდეგ პოზიციებს:
მკერავები;
საწარმოში დამხმარე თანამშრომლები.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე 593 100001 ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/drgoods.ge/
Doctor goods • დოქტორ გუდსი წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის ერთადერთ ქართულ საწარმოს რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა.
„დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიული შემოფარგვლებს, ქირურგიული ხალათები და ა.შ.
გამომდინარე მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პანდემიიდან საწარმომ დაიწყო ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონების წარმოებაც.
წყარო : https://bit.ly/3sLT3VJ